იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში აღნიშნული პუნქტების ამოქმედება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა – სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და იქიდან გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტესტირება. 

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
შიდა ქართლში სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა

„შიდა ქართლის რეგიონის ამ სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, აღნიშნავენ უწყებაში.

ეპიდვითარების გაუარესების გამო იგოეთის, ქვემო ჭალისა და სამთავისის სკოლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადავიდა.

25 მარტიდან დღემდე კასპის რაიონის სოფლებში ინფიცირების 91 შემთხვევა დაფიქსირდა. თვითიზოლაციაში იმყოფება 123 ადამიანი. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.160-ია. აქედან 221 პაციენტი სახლის პირობებში მკურნალობს.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან შიდა ქართლში 30 შემთხვევა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 282.789-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0