გურიის რეგიონის რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

© photo: Sputnikთერმოსკრინინგი სკოლაში
თერმოსკრინინგი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 529 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 23 გურიის რეგიონში დაფიქსირდა.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლების საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების გამო სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, იუწყება „პირველი არხი“. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსის გავრცელების გამო შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებები ონლაინ–რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

„ნიგოითის, ჩოჩხათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქმედ და სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა“, – ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების გამო დისტანციურ რეჟიმში გადადის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მდებარე სკოლა და საბავშვო ბაღიც.

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0