ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 2 აპრილის მონაცემები

131
(განახლებულია 15:32 02.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.930 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.798, კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.756 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 232 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 529-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.789-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.930 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 326), გარდაიცვალა – 3.798 (ბოლო 24 საათში – 13), კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.756 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 232 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 24.646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.659, PCR–ტესტით – 9.987.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,15%, ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო 7 დღის – 1,73%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

131
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (515)
ვარლამ გოლეთიანი. საპროტესტო აქცია ქუთაისში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ღამეს გაათენებენ

88
მხოლოდ მშვიდობიანი ბრძოლა და ერთმანეთის სიყვარული არის გამარჯვების საწინდარი, აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია ამ დრომდე გრძელდება, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქტივისტები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ.

„თუ იქნება თქვენი ნება-სურვილი, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას და გავათენოთ დღევანდელი ღამე აქ. ჩვენ უკვე შევძლებთ ხვალინდელ დღეს, გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადამიანების გამოსვლა, ბლოკირება მთელი ქვეყნის... ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს და ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს“, - განაცხადა გოლეთიანმა და  აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

გოლეთიანის მტკიცებით, აქციის საორგანიზაციო დეტალები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებულია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ გასცდება კანონის ფარგლებს და იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი.

„ბევრი ბერკეტი გვაქვს, რითაც ვიმოქმედებთ მათზე, შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ. ჩვენი სიმრავლით ვუთხრათ ხელისუფლებას – იყავი ჩვენი მსახური. თუ შენ არ მოემსახურები ქართველ ხალხს, ჩვენი, როგორც ერის, სულისკვეთება, გაგტეხს წელში“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, სწორედ მშვიდობიანი ბრძოლა მიიყვანს მათ გამარჯვებამდე.

აქციის მონაწილეები ხვალ 08:00 საათზე მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.

 რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის  ღობე დახვდათ - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ.

გასულ ღამეს კი რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თურნავა: ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიცია გვერდზე გადავდოთ >>

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

88
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორი ვიქნებით

82
(განახლებულია 22:55 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, გუშინ აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს, დღეს სამართალდამცველებმა მომიტინგეებს გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ საკითხზე ხელისუფლებასა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს, იმუშავებს ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღეს საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, საქართველოს საპატრიარქო პირველად არ ერევა აღნიშნულ საკითხში.

„ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა. ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის პირობები უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიწოდოს.

„ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობისაკენ მოვუწოდოთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან. ჩვენ ვერ ვაფასებთ რეალურად ვერც ეკონომიკურ მხარეს, ვერც კონტრაქტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ამიტომ ვიქნებით, როგორც მედიატორი ამ პროცესში“, – აღნიშნა დეკანოზმა.

რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის  ღობე დახვდათ - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ.

გასულ ღამეს კი რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

82
აშშ-ის დროშა

აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები სუვერენულ ვალს შეეხება

0
(განახლებულია 09:09 15.04.2021)
შეერთებული შტატები ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოაცხადებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები ქვეყნის სუვერენული ვალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, იუწყება გაზეთი New York Times–ი წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის თორმეტამდე მოქალაქესა და ოც ორგანიზაციას. გარდა ამისა, ქვეყნიდან გააძევებს ათ დიპლომატს.

ახალი სანქციები აშშ–ის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევისა და  SolarWinds–ის მეშვეობით განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო წესდება, რაც ასევე მიეწერება რუსი ჰაკერებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, შეზღუდვებს შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს.

თავის მხრივ გაზეთი Wall Street Journal–ი წერს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებულებას სავაჭრო ოპერაციების აკრძალვების გაფართოების შესახებ ამერიკული ბანკების მიერ რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებზე მომსახურების კუთხით.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა.

ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზე, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, უსაფრთხოების ეროვნულ ბიუროსა და ასევე ოთხას მსხვილ კომპანიაზე მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა