თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 1 აპრილს

94
(განახლებულია 15:43 01.04.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, კუტუზოვის, თამარაშვილის, კარტოზიას, უნივესიტეტის, ლორთქიფანიძის, ფანჯიკიძის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ღრმაღელის, ღოღობერიძის, ზესტაფონის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გობრონიძის, ბუგეულის, ზნაკვის და ჩხარის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის, დავითაშვილის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, ტერენტი გრანელის და სალიების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

94
თემები:
თბილისი დღეს (1970)
ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

ასე ერთობიან ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მანქანაში - რომანტიული ვიდეო

43
(განახლებულია 11:35 14.04.2021)
მას შემდეგ რაც ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული გამოაჩინა, ახალი წყვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება

უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“- ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ქალბატონის ვინაობა უკვე ცნობილია. ლიზა ჩიჩუა განთქმული ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის შვილია. მისი მამა გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა- ქეთევან ასათიანი. გოგონა 19 წლისაა. წყვილს შორის 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

„როგორ უხდებით ერთმანეთს. ულევი სიხარული და უზღვავი ბედნიერება თქვენ!“;  „ულამაზესი წყვილი! იბედნიერეთ და იმრავლეთ...“; „უხდებით ერთმანეთს“; „იდეალური წყვილი!“; „სულ ასეთი დახვეწილი და ლამაზი ქალი წარმომედგინა თქვენს გვერდით“- ასე ეხმაურებიან ირაკლის გულშემატკივრები ტელევარსკვლავის გაბედნიერებას.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

34 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით. საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

„33 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია", – აღნიშნავდა წარმატებული ტელესახე. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.

წყვილი როგორც ჩანს, ერთად დიდ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ ლიზა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი, სავარაუდოდ მცხეთაში იმყოფებოდნენ და გზაში, მანქანაში მუსიკების თანხლებით ძალიან გაერთნენ.

43
თემები:
ქართველი სელებრითები
ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი

ნუკა კვალიაშვილს ხელი ორიგინალურად სთხოვეს - ნახეთ ვინ არის მისი ახალი რჩეული - ვიდეო

65
(განახლებულია 11:22 14.04.2021)
ორიგინალური და ექსტრავაგანტული მომღერალი კვლავ შეყვარებულია. ნახეთ ვინ არის ნუკა კვალიაშვილის ახალი რჩეული

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი გათხოვდა. ეს სიახლე მომღერლის „ფეისბუქიდან“ გავრცელდა, სადაც აიტვირთა ვიდეო, როგორ სთხოვს ხელს აეროპორტში თავისი რჩეული, გოჩა გელაშვილი. „მე, ვინც ცხოვრებაში არავისთვის დამიჩოქებია, გიჩოქებ”, – ეუბნება ნუკას საქმრო და ხელს თხოვს.

 

ეს ნუკას მეორე ქორწინებაა. მომღერალი ნუკა კვალიაშვილი პირველ მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინტერვიუებში მომღერალი ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა.

ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე გახლდათ, რომელიც თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაგრამ, ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას ცნობადობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ – ლუკა და სანი.

ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს ქერა, ქერას შავი და ასე დაუსრულებლად პირსინგებისა და ტატუების მომრავლებით.

ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.

65
თემები:
ქართველი სელებრითები
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 11:26 14.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.259 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 95 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.053 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0