Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იტირა, ღმერთო რატომო...“ - ზურა რთველიაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

© photo: Zurab Rtveliashvili / FB ზურა რთველიაშვილი
ზურა რთველიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი რამდენიმე დღეა უკვე რაც თბილისის „ავერსის“ კლინიკაშია მოთავსებული და მძიმე სენს ებრძვის

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. პოეტ ზურა რთველიაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, სიმსივნე აღმოაჩნდა. ინფორმაციას პოეტის მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ამირეჯიბი წერს, რომ დღეს ზურამ გაიგო, რომ მძიმე ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.

„იტირა, ღმერთო რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი. 4 დღის დაგროვილი სევდა და ტკივილი თვალებიდან წამსკდა. ხელები ჩავჭიდეთ და ერთად ვიტირეთ, დავიცალეთ ამ დღეებში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან. მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო, მე ვუპასუხე – ეს შენზეა დამოკიდებული-მეთქი! ჰოდა, ვიბრძოლებო, შენ იყავი მაგრადო… ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, - წერს პოეტის მეუღლე.

ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.

მისი ლექსებიდან გამორჩეულია „აპოკრიფი“,  „მათი ნებაა…“, „მე ვარ ვენახი“, „ოდდა თავისუფლებას“, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა. 2018 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წიგნისათვის „პოეზიის დიქტატურა“. მონაწილება აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.

ყველა ახალი ამბავი
0