მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცნობილი ადამიანების შეურაცხყოფა და მათი ბულინგი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ყველანაირ საზღვარს გასცდა.
View this post on Instagram
სოფო ბედიას თქმით, ის და მისი მეუღლე მიშა მესხი არაერთხელ გამხდარან განკითხვის ობიექტები, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტება არავისთვის გაუკეთებია, ქმარი არავისთვის წაურთმევია და ვერ ხვდება რატომაა საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაბოროტებული და აგრესიული.
„ბოლო დროს მე და მიშა ამ მიმართულებითაც „გავიზარდეთ“. ჩავთვალეთ, რომ მსგავს საკითხებზე ნერვიულობა არ ღირს და უბრალოდ, ყურის მიღმა უნდა გავატაროთ“, - აბობს სოფო.
View this post on Instagram
სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.