Премьер-министр Грузии и председатель парламента посетили могилу Звиада Гамсахурдия

პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

47
(განახლებულია 21:42 31.03.2021)
დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა. გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. გამსახურდიას სახელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ სსრკ-ის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პრეზიდენტის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის ქვეყნიდან გააძევეს.

ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

47
მიხეილ ცაგარელი

„ძალიან ვცემდი, რეანიმაციაში წაიყვანეს, ძლივს გადაარჩინეს...“ - მიხეილ ცაგარელი პირადზე

60
(განახლებულია 15:37 17.04.2021)
მიხეილ ცაგარელმა საკუთარი ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ ასტროლოგს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იხსენებს, რომ ბავშვობაში მოჩხუბარი ბავშვი იყო. როგორც ცაგარელმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა, თუ ვინმე გააბრაზებდა, წყობიდან ძალიან გამოდიოდა.

„ზოგადად კურო ყველაზე მშვიდი ნიშანია, თუმცა თუ წონასწორობიდან გამოვიდა მტრისას. იქ კონტროლი უკვე აღარ აქვს, არც ვერძი, არც მორიელი, ვერავინ ვეღარ დაუდგება წინ. ეს მომენტი მეც მქონდა ადრე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ასტროლოგია. ვვარჯიშობდი ყოველთვის, ვიყავი წყალბურთებული, მოცურავე. მქონდა სამი ასეთი შემთხვევა სკოლაში – ბავშვებს ჩხუბის შედეგად ვახრჩობდი ფაქტობრივად. ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს სამივე და ძლივს გადაარჩინეს. ჩემი ბრალი არ იყო, იმათი პროვოცირებული იყო. ეს იყო მეექვსე კლასამდე. მეექვსე კლასის მერე მე არ მიჩხუბია“,- განაცხადა ცაგარელმა.

60
თემები:
ქართველი სელებრითები
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

44
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

44

ჰასკის არ სურს საყვარელი პატრონის სამსახურში გაშვება - სახალისო ვიდეო

0
(განახლებულია 12:58 18.04.2021)
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო და საყვარელი ვიდეოების დიდი ნაწილის მთავარი გმირები არიან

ძაღლს ძალიან ემოციური რეაქცია ჰქონდა პატრონის იმ სულელურ გადაწყვეტილებაზე, რასაც სამსახურში წასვლა ქვია.

კადრებში ჩანს, როგორ წევს ძაღლი საკუთარ ბალიშზე, მამაკაცი კი მას ეუბნება, რომ სამსახურში მიდის. ჰასკი მყისიერად კართან დგება და ცდილობს პატრონი იქ არ მიუშვას, უყეფს მას და ამგვარად ცდილობს სამსახურში წასვლა გადააფიქრებინოს. მიუხედავად პატრონის დაპირებისა, რომ ის მალე დაბრუნდება, ცუგას არაფერი ამშვიდებს, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება! დღეს მისი პატრონი სახლში დარჩება.

0