Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთი დაბადების დღე გადაუხადა თამთა შედანიამ შვილს - ვიდეო

© FB / Michael Gogidze • Photographerთამთა შედანია
თამთა შედანია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
თამთა შედანიამ, რომელიც შვილს მისი დაბადებიდან დამოუკიდებლად ზრდის, გოგონას დაბადების დღეზე დღესასწაული მოუწყო

თამთა შედანიას ერთადერთი ქალიშვილი 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღპარული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილს ემეგობრება.

ცნობილი მოდელი, „მის საქართველო 2012“ პანდემიის შემდეგ სავარჯიშო დარბაზს დაუბრუნდა და რამდენიმე კილოგრამი მოიმატა. როგორც თამთას ახალ ფოტოებსა თუ ვიდეოებში ჩანს, მოდელი ნავარჯიშევი ტანით იწონებს თავს, რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ძალიან უხდება.

თამთა შედანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს. მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 33 წლის სიმპათიური ბიჭი რატი რატიანი გახლავთ. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.

 

ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს.

თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდას დამოუკიდებლად ახერხებს. სანამ ერეკლე მანგოშვილი თამთა შედანიაზე დაქორწინდებოდა, მის ცხოვრებაში ორი ცოლი არსებობდა, ერთ-ერთი იყო მომღერალი თაკო ვადაჭკორია.

ყველა ახალი ამბავი
0