ანზორ ერქომაიშვილი

გარდაიცვალა ანზორ ერქომაიშვილი

193
(განახლებულია 15:05 31.03.2021)
გამოჩენილი ქართველი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, კლინიკაში შეყვანისას უკვე ძალიან მძიმე იყო.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით დღეს, დილით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის 19 მარტს გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი იყო. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

193
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (528)
გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

18
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ლაბორატორია

სამეგრელოს რეგიონში ეპიდვითარება მძიმდება

26
(განახლებულია 14:04 19.04.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 56-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 15 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 80 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 273 პაციენტია მოთავსებული, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდ-პაციენტი გადის, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დისტანციურ სწავლებაზე 27 სკოლა და 26 კლასი იმყოფება. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების გამო რეგიონის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღი დაიხურა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

26
გირჩი

„გირჩმა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

0
(განახლებულია 15:49 19.04.2021)
ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

 

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს. 

მანამდე კი  „გირჩის“ დეპუტაცია პარლამენტში შევიდა – ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საკანონმდებლო საქმიანობაში, თუმცა, ისარგებლებენ საქართველოს პარლამენტის წევრის პრივილეგიებით. კერძოდ, ისინი არ გეგმავენ ხელფასის და არც პარტიული დაფინანსების მიღებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებისა და საკომიტეტო სხდომების მუშაობაში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, ისარგებლებენ დეპუტატის იმუნიტეტით და იარაღის ტარების უფლებით.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განმარტებით, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ  ხელისუფლება მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს, ან „გირჩის“ შვიდი საკითხიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდება. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

 

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ემხრობა თუ არა  შეთანხმებას და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს. მოდით, ჩვენ  სხვებს მაგალითი მივცეთ იმისა, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

რა შემთხვევაში მოაწერს „გირჩი“ ხელს დანიელსონის დოკუმენტს>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის".

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება