„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 31 მარტს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგურის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გედევანიშვილის, ფშავის, ზაქრაძის, მეუნარგიას და ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0