თბილისი

როდის გაუქმდება „კომენდანტის საათი“? მთავრობის განმარტება

268
(განახლებულია 20:44 30.03.2021)
საქართველოში მეხუთე თვეა მოქალაქეებს ღამის საათებში სპეციალური ნებართვის გარეშე ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.

სამშაბათს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ თებერვლის დასაწყისიდან დღეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 673 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, იზრდება ინციდენტობისა და დადებითობის მაჩვენებელი. 

„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.  

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს – დაიცვან დისტაცია, გამოიყენონ პირბადე და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. 

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გახანგრძლივდა – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

268
თემები:
საქართველოს მთავრობა (131)
მიხეილ ცაგარელი

„ძალიან ვცემდი, რეანიმაციაში წაიყვანეს, ძლივს გადაარჩინეს...“ - მიხეილ ცაგარელი პირადზე

25
(განახლებულია 15:37 17.04.2021)
მიხეილ ცაგარელმა საკუთარი ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ ასტროლოგს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იხსენებს, რომ ბავშვობაში მოჩხუბარი ბავშვი იყო. როგორც ცაგარელმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა, თუ ვინმე გააბრაზებდა, წყობიდან ძალიან გამოდიოდა.

„ზოგადად კურო ყველაზე მშვიდი ნიშანია, თუმცა თუ წონასწორობიდან გამოვიდა მტრისას. იქ კონტროლი უკვე აღარ აქვს, არც ვერძი, არც მორიელი, ვერავინ ვეღარ დაუდგება წინ. ეს მომენტი მეც მქონდა ადრე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ასტროლოგია. ვვარჯიშობდი ყოველთვის, ვიყავი წყალბურთებული, მოცურავე. მქონდა სამი ასეთი შემთხვევა სკოლაში – ბავშვებს ჩხუბის შედეგად ვახრჩობდი ფაქტობრივად. ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს სამივე და ძლივს გადაარჩინეს. ჩემი ბრალი არ იყო, იმათი პროვოცირებული იყო. ეს იყო მეექვსე კლასამდე. მეექვსე კლასის მერე მე არ მიჩხუბია“,- განაცხადა ცაგარელმა.

25
თემები:
ქართველი სელებრითები
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

38
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

38
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

0
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

0