თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ, როდესაც ვაქცინის, სულ მცირე, ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი დღეს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.
გამყრელიძის განმარტებით, წლის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს, მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნოვავაქსის“, „ჯონსონ-ენდ-ჯონსონის“ და „სინოფარმის“ ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, გარდა Covax-პლატფორმისა, პირდაპირი მოლაპარაკება მიმდინარეობს „სერუმ ინსტიტუტთანაც“ „ნოვავაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.
„ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან" მოწოდების პირობებს. ამიტომ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის თავისთავად იქნება AstraZeneca", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ ეტაპზე ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით საქართველოში აცრილია 5 ათასზე მეტი მოქალაქე. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისათვის ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14.097 ადამიანი. აქედან Pfizer-ის პრეპარატით აცრის სურვილი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.
ქართველი ეპიდემიოლოგები აცრილ მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ>>
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.
უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“- ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.
View this post on Instagram
ქალბატონის ვინაობა უკვე ცნობილია. ლიზა ჩიჩუა განთქმული ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის შვილია. მისი მამა გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა- ქეთევან ასათიანი. გოგონა 19 წლისაა. წყვილს შორის 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.
View this post on Instagram
„როგორ უხდებით ერთმანეთს. ულევი სიხარული და უზღვავი ბედნიერება თქვენ!“; „ულამაზესი წყვილი! იბედნიერეთ და იმრავლეთ...“; „უხდებით ერთმანეთს“; „იდეალური წყვილი!“; „სულ ასეთი დახვეწილი და ლამაზი ქალი წარმომედგინა თქვენს გვერდით“- ასე ეხმაურებიან ირაკლის გულშემატკივრები ტელევარსკვლავის გაბედნიერებას.
View this post on Instagram
34 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით. საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს.
View this post on Instagram
ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის.
View this post on Instagram
„33 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია", – აღნიშნავდა წარმატებული ტელესახე. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.
წყვილი როგორც ჩანს, ერთად დიდ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ ლიზა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი, სავარაუდოდ მცხეთაში იმყოფებოდნენ და გზაში, მანქანაში მუსიკების თანხლებით ძალიან გაერთნენ.
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი გათხოვდა. ეს სიახლე მომღერლის „ფეისბუქიდან“ გავრცელდა, სადაც აიტვირთა ვიდეო, როგორ სთხოვს ხელს აეროპორტში თავისი რჩეული, გოჩა გელაშვილი. „მე, ვინც ცხოვრებაში არავისთვის დამიჩოქებია, გიჩოქებ”, – ეუბნება ნუკას საქმრო და ხელს თხოვს.
ეს ნუკას მეორე ქორწინებაა. მომღერალი ნუკა კვალიაშვილი პირველ მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინტერვიუებში მომღერალი ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.
View this post on Instagram
ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა.
View this post on Instagram
ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.
View this post on Instagram
გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე გახლდათ, რომელიც თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაგრამ, ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას ცნობადობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ – ლუკა და სანი.
ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს ქერა, ქერას შავი და ასე დაუსრულებლად პირსინგებისა და ტატუების მომრავლებით.
ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების საღამო თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ–მუსიკალურ ცენტრში 18 მარტს გაიმართება.
სცენაზე გაიჟღერებს ორკესტრის თანხლებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3 და სიმფონია №7. მსმენელის წინაშე წარდგება სიმფონიური ორკესტრი დავით მუკერიას დირიჟორობით და ასევე ქართველი პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.
ბეთჰოვენი გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, „ვენის კლასიკური სკოლის“ ბოლო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში. ბეთჰოვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში.