სკოლა

ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში საქართველოდან 9 სკოლაა ჩართული

0
(განახლებულია 16:41 30.03.2021)
ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ჩამონათვალში მოხვდნენ როგორც თბილისის, ისე სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლები.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს შვიდი საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ჩამონათვალში მოხვდნენ თბილისის N105, საჩხერის N3 სკოლები. ასევე ხაბუმეს N1, ხონის N3, ახალდაბის, საირხის, ხაშურის N1, ფოთის N1 და ფოთის N3 სკოლები. შესაბამისად, საქართველოდან უკვე 10 პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს.

„დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა, სადავო საკითხებზე მუშაობა, ბულინგის პრევენცია, ასევე პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა, სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.

დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის (DSN) საიტზე/პლატფორმაზე შექმნან სკოლის ვებ-გვერდი, მიიღონ მცირე პროექტების დაფინანსება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში. გარდა ამისა, აღნიშნულ სკოლებს საგანმანათლებლო-პროფესიული კავშირები ექნებათ სხვა სკოლებთან.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

0
თემები:
განათლება საქართველოში (406)