თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგურ ლილოს, ჭირნახულის, არსენ მეკოკიშვილის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, შუამთის, კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო კრეატიული პიროვნებაა. ის განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს, გამომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს. მარიამი ბოლო დროს მეუღლესთან და შვილთან - უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უფრო ხშირად აქვეყნებს. ცდილობს, ყველა წესის დაცვით შეხვდეს მეგობრებს და მათ თავისი პოზიტივი გაუნაწილოს.
View this post on Instagram
პატარა ზუკას „მზე ბიჭს“ ეძახიან და ყოველთვის თბილი სიტყვებით ეგებებიან. უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს. მისი კანის ფერი, თმის სტრუქტურა და განსაკუთრებულად ის, რომ ქართულად გამართულად მეტყველებს გაოცებას იწვევს.
View this post on Instagram
ქართულ სამოდელო სივრცეში ეგზოტიკური გარეგნობა უცხო და თვალშისაცემია. მარიამ სანოგო დედით ქართველი, ხოლო მამით აფრიკელია, კერძოდ, ბურკინა-ფასოდან არის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრ სირთულეს აწყდებოდა, თვლის, რომ მამას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გოგონას მეორე ნახევარი მამის მოძებნასა და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
View this post on Instagram
მარიამის რჩეული ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც ქორწინებამდე 3 წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები შავგრემან ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება.
კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.
დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.