ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

126
(განახლებულია 16:16 30.03.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.145-ს მიაღწია.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 673 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 330 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 71, იმერეთი – 67, შიდა ქართლი – 57, აჭარა – 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26, გურია – 22, ქვემო ქართლი – 19, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 272.899-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.773-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.447 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.624 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289.

326 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 68 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 214 ადამიანი, მათ შორის 175 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2.609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 16. თვითიზოლაციაში იმყოფება 7.922 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.502 პირი, აჭარაში – 995, იმერეთში – 1.036.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.145-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

126
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (514)
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ - ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

18
(განახლებულია 11:48 14.04.2021)
ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

18
თემები:
ქართველი სელებრითები
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

15
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

15