გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში

„სანამ ეზო აყვავდება, მაგიდებს ვხატავ“ მაკა ჩიჩუას ახალი ჰობი აქვს ფოტოები

1936
(განახლებულია 16:21 30.03.2021)
მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თემოს და თომას აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული.

როგორც ცნობილია, ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ბევრ რამეს საკუთარი ხელით აკეთებენ დუშეთის სახლში, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ.

ახლახან ყოფილმა პირველმა ლედიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ყვავილებით მოხატული მაგიდა ჩანს. როგორც მაკა წერს, სანამ ეზო აყვავდება, მაგიდებს ხატავს.

მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ისევე, როგორც მისი ექს-პრეზიდენტი მეუღლე. წყვილს საერთო ორი ვაჟი და პირველი ქორწინებიდან თითო ქალიშვილი ჰყავს. მაკა ჩიჩუას უფროსი ქალიშვილი მაშო, წარმოუდგენელია, მაგრამ 31 წლისაა.

გოგონას დედას ძალიან ამსგავსებენ. ოჯახი ქალაქგარეთ, უმეტესწილად საკუთარი ხელით მოწყობილ სახლში ხშირად იკრიბება. ანა მარგველაშვილი მაშო ჩიჩუას საუკეთესო მეგობარია. ისინი ძმებსა და ანას ქალიშვილს ერთად უვლიან.

მაკას და გიორგი მარგველაშვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი შეეძინათ. თემოს და თომას აღზრდაში ცოლ-ქმრის უფროსი ქალიშვილები მაშო და ანა თანაბრად არიან ჩართული. მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილსაც ჰყავს ერთი ქალიშვილი – ანასტასია, რომელიც დიდ დროს ასევე დუშეთში ატარებს.

მსახიობი, მხატვარი და მუსიკოსი მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილთან დაოჯახებამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანა ფილმმა „გაიღიმეთ“ (Keep Smiling). ქართული ფილმი 10 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც დედების კონკურსში მონაწილეობენ. მათ შორის შვიდი ღარიბი ოჯახიდანაა და ისინი ძალებს არ იშურებენ ბინის და 25 ათასი დოლარის მოსაგებად.

ერთ-ერთი მთავარი როლი მაკა ჩიჩუას ერგო. ფილმი 2013 წელს გადაიღეს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მაკას სექსუალურმა გამოჩენამ ბევრი ადამიანი გააოცა. ფილმის ერთ ეპიზოდში ყველა მსახიობი სცენაზე საცურაო კოსტიუმით გამოვიდა. საზოგადოებამ მაშინ მაკას ქმედება არ მოიწონა.

1936
თემები:
ქართველი სელებრითები (203)
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ - ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

30
(განახლებულია 11:48 14.04.2021)
ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

30
თემები:
ქართველი სელებრითები (203)
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

18
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

18
მართლმსაჯულება

სასამართლომ დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდა

0
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენს  ბრალი 13 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს, მეუღლის შეტყობინების საფუძველზე დააკავა. 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, - განაცხადა კოდუამ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში