კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - ქალი პირბადით ქუჩაში
კორონავირუსის ეპიდემია - ქალი პირბადით ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 365-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 280.301-ს მიაღწია.

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 365 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 183 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე შიდა ქართლია, შემდეგ - იმერეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

შიდა ქართლი - 39, იმერეთი - 37, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, აჭარა - 27, გურია - 21, ქვემო ქართლი - 8, კახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3.
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
რომან გოცირიძე კორონავირუსზე აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში 4 305 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.605 პაციენტი, მათ შორის თბილისში - 778, აჭარაში - 192, იმერეთში - 295.

316 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 7.

კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობს 203 ადამიანი, 2.497 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 163, ხოლო აჭარაში - 16.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7.579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 488 პირი, აჭარაში - 909, იმერეთში - 947.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 365-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 280.301-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 272.219-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 5 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.751-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0