ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა ვაშლიჯვარში
მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მათ ყველა ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდიან.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ვაშლიჯვრის მოსახლეობა, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე შექმნილი მეწყრული საფრთხეების გამო, კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ალტერნატიული ჯგუფის შექმნას ითხოვს.

მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
„თავზე ბომბი გვადგას“: ვაშლიჯვრის მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ თბილისის მერიაში დღეს პეტიცია შეიტანა. ადგილობრივებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 5 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვეს.

„გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება“, - ნათქვამია პეტიციაში.

ამასთან, დაუყონებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ლისის ქედს სრულად გამოიკვლევს.

„სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები, და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები“, - ნათქვამია პეტიციაში.

მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ იქნება ცნობილი ექსპერტიზის პასუხები და დასკვნები, შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი. 

„მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება - რა დასკვნებზე დაყრდნობით“, - ნათქვამია პეტიციაში.
მეწყრული პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
ბენდელიანი: ვაშლიჯვრის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის

ამ მოთხოვნებით ვაშლიჯვარში 28 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება.

მერიის პასუხი

მერიაში კი განაცხადეს, რომ პეტიცია მიიღეს, გაეცნობიან და „გაეცემა შესაბამისი პასუხი“. მათი თქმით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უცხოელი და დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობენ, დიდი ხანია შეიქმნა, ხოლო მომავალი კვირის ბოლოს მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არ არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა. ყოველთვის მზად ვართ, სპეციალისტებთან ერთად შევხვდეთ და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მაგრამ მერიის წარმომადგენლების და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ბოლო შეხვედრა ჩაიშალა. რაიონის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ თბილისის მერს, კახა კალაძეს დაელაპარაკებიან, რაზეც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ისინი პროცესის პოლიტიცაზიაში დაადანაშაულა.

საქართველოში მოწვეულ გერმანელ გეოლოგებთან ერთად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ - გაკეთდება დროებითი წინაღობა, მეწყრულ ადგილზე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები, გარკვეულ უბნებზე მოიჭრება მიწის მასები და ტერასული სამუშაოები ჩატარდება. სულ ამ სამუშაოებისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევისთვის მერიაში ევაკუაციის გეგმა შეიმუშავეს.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“. ადგილზე გაჩნდა უზარმაზარი ნაპრალები, სპეციალისტების თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება. ფერდობი მდებარეობს ნუცუბიძე-ლისი-ვაშლიჯვრის გზის თავზე, რომლის მშენებლობას მერია ახორციელებს. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.

მეწყერსაშიში ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდობის გარკვეულ უბნებზე მიწის მასები მოიჭრება

ამ დროისათვის გელოვანი-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ უსაფრთხო ზონაში - გელოვანის ნაწილში გრძელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერმა ვიბრაციამ მეწყრის ჩამოსვლა შეიძლება გამოიწვიოს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0