„დედამიწის საათი“: საქართველო მსოფლიო კამპანიას უერთდება

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) და მისი პარტნიორების სიმბოლური კამპანია ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას ახსენებს

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველო 27 მარტს მსოფლიო კამპანიას „დედამიწის საათი“ შეუერთდება

გაეროს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2020
ბრძოლა ბუნებასთან თვითმკვლელობის ტოლფასია, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა

„დედამიწის საათი“ - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.

საქართველო დანარჩენ სამყაროსთან ერთად შეუერთდება ღონისძიებას და 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ გამოხატონ მხარდაჭერა და დროებით გამორთონ შუქი თავიანთ ბინებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0