COVID-19 საქართველოში – 27 მარტის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 271.804  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 219), გარდაიცვალა – 3.746 (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.589 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 192 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 490-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 279.936-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 271.804  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 219), გარდაიცვალა – 3.746 (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.589 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 192 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 35.560, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24.791, PCR ტესტით - 11.769.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,34%, ბოლო 14 დღის - 1,62%, ბოლო 7 დღის - 1,77%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0