მაია ჯაბუა

„იმ მომენტში დავკარგე...“ მაია ჯაბუას უსიმპათიურესი ვაჟი ცნობილი მსახიობის შვილია

123842
(განახლებულია 20:36 26.03.2021)
მაია ჯა­ბუა იმ „მზი­უ­რე­ლე­ბის“ სი­ა­შია, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან შე­იყ­ვა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. მის და­ნახ­ვა­ზე დღემ­დე ბევ­რს გე­მის კი­ჩო­ზე პი­ო­ნე­რის ყელ­სახ­ვე­ვით მდგა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა ახ­სენ­დე­ბა.

ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვი­ლი ჰყავს. მათგან უკა­ნას­კნე­ლი ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე მყა­რი და მშვი­დი მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მაია ჯა­ბუ­ას 28 წლის შვი­ლი თორ­ნი­კე ბე­რი­კაშ­ვი­ლი ჰყავს. თუმ­ცა ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, რომ მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი იყო. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა ექვს წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და.

„თორ­ნი­კე პა­ტა­რა იყო, როცა ლე­ვანს დავ­შორ­დი. მო­ვა­ხერ­ხე, რომ იუ­მო­რით მი­მე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ჰოდა, ამი­ტო­მაც არ იქცა ჩემი და ლე­ვა­ნის და­შო­რე­ბა თორ­ნი­კეს­თვის ტრა­გე­დი­ად. მას მა­მას­თან დღე­საც მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს“, – ამ­ბობ­და მაია ჯა­ბუა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. აფხა­ზე­თის ომამ­დე ის და მაია ჯა­ბუა იქ ცხოვ­რობ­დნენ, სა­ნამ ერთ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სუფ­რას­თან მჯდომ მსა­ხი­ობს თბი­ლი­სი­დან რო­ბერტ სტუ­რუ­ამ არ და­უ­რე­კა იმის სა­კი­თხა­ვად, და­ი­წყო თუ არა აფხა­ზეთ­ში ომი.

„ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი, თორ­ნი­კე 3-4 წლის იყო. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და შვი­ლი­სა და ცო­ლის იქი­დან გა­მოყ­ვა­ნა. მა­შინ ჩემი მე­უღ­ლე მაია ჯა­ბუა იყო. ბავ­შვი მეხრჩო­ბო­და, ისე­თი ჭყლე­ტა იყო. ერთ მო­მენ­ტში დავ­კარ­გე და მა­ი­ამ, ჩემ­მა მე­უღ­ლემ იპო­ვა. მერე რუს­მა ჯა­რის­კაც­მა უშ­ვე­ლა, თო­რემ მო­მიკ­ვდე­ბო­და. სა­ში­ნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია ის მო­მენ­ტე­ბი. მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ იმ ყვე­ლაფ­რის გა­მოვ­ლას. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე“, – იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.

რაც შე­ე­ხე­ბა თორ­ნი­კე ბე­რი­კაშ­ვილს, ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ პო­პუ­ლა­რუ­ლი მშობ­ლე­ბი არა­სო­დეს სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ჩანს, ახალ­გარ­და მათ გზას არ გა­ყო­ლია.

მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2020 წლის 8 სექტებერს.

 

123842
თემები:
ქართველი სელებრითები (221)
გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

20
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ლაბორატორია

სამეგრელოს რეგიონში ეპიდვითარება მძიმდება

26
(განახლებულია 14:04 19.04.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 56-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 15 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 80 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 273 პაციენტია მოთავსებული, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდ-პაციენტი გადის, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დისტანციურ სწავლებაზე 27 სკოლა და 26 კლასი იმყოფება. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების გამო რეგიონის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღი დაიხურა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

26
გირჩი

„გირჩმა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

0
(განახლებულია 15:49 19.04.2021)
ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

 

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს. 

მანამდე კი  „გირჩის“ დეპუტაცია პარლამენტში შევიდა – ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საკანონმდებლო საქმიანობაში, თუმცა, ისარგებლებენ საქართველოს პარლამენტის წევრის პრივილეგიებით. კერძოდ, ისინი არ გეგმავენ ხელფასის და არც პარტიული დაფინანსების მიღებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებისა და საკომიტეტო სხდომების მუშაობაში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, ისარგებლებენ დეპუტატის იმუნიტეტით და იარაღის ტარების უფლებით.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განმარტებით, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ  ხელისუფლება მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს, ან „გირჩის“ შვიდი საკითხიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდება. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

 

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ემხრობა თუ არა  შეთანხმებას და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს. მოდით, ჩვენ  სხვებს მაგალითი მივცეთ იმისა, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

რა შემთხვევაში მოაწერს „გირჩი“ ხელს დანიელსონის დოკუმენტს>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის".

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება