სახელმწიფო ქართველ მიგრანტებს დაეხმარება

© Sputnik / STRINGER Vano Shlamovაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
მთავრობამ პროგრამის განხორციელებისთვის 500 ათასი ლარი გამოყო, მიღებული გრანტით ისინი შეძლებენ როგორც ბიზნესის დაწყებას, ისე უკვე არსებულის გაფართოებას.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ქართული დიასპორის ეკონომიკურ ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

პროგრამა ითვალისწინებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, ასევე პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

მთლიანობაში 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4 ათას ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

განაცხადების მიღება თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0