როგორია საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ალბათობა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
იმუნიზაცია ყველა ქვეყანაში შედეგს ორი–სამი თვის შემდეგ იძლევა, ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ დაწესებული რეგულაციები უნდა დაიცვას, აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე შემცირდა, რაც კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ალბათობას ზრდის, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„ეპიდემიის დასრულების დასაწყისი“: იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა

კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში: გასულ დღე-ღამეში – 1,02%, ბოლო 14 დღეში – 1,51%, ბოლო შვიდ დღეში – 1,46%.

„ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ. პირბადის ტარება 70%-დან 43%-მდე შემცირდა. ნუ იზამთ ამას, ნუ დაიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების. ევროპამ, სხვადასხვა ქვეყნებმა გაახანგრძლივეს „ლოკდაუნი“, რადგან შეიძლება სიტუაცია განმეორდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ყველა ქვეყანაში იმუნიზაცია შედეგს 2–3 თვის შემდეგ იძლევა, ამიტომ საქართველოს მოსახლეობამაც თავი არ უნდა დაიმშვიდოს იმით, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო.

„შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა, გერმანიამ და ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყეს დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა მოსახლეობის 90% აცრა და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ ჩვენც ნუ გვექნება ერთბაშად ბევრის მოლოდინი. ამას დრო უნდა, იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. მანამდე კი პირბადე უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმებულია – აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობა განაახლეს კაფე–რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა და ბაზრობებმა. საქართველომ რიგ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა, დედაქალაქში კვლავ გამოჩნდნენ ტურისტები. თუმცა, ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა და ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ყველა ახალი ამბავი
0