თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ბოლო დღეებში გზებზე გაწმენდითი სამუშოები ინტენსიურად ტარდება.

 

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. თოვლმა და ლიპყინულმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე დაშვებულია  ტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ მონაკვეთებზე. 

თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
თოვლი, ქარბუქი, შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

შეზღუდვები იყო დაწესებული  თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 20-90 კილომეტრ მონაკვეთზე, სადაც აკრძალული იყო  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე. ამდროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

რთული ვითარებაა მაღალმთიან სვანეთშიც. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

საავტომობილო გზის  ხაიში-უშგული მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ასევე თავისუფალი ტრანსპორტის მოძრაობა ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე.

 

 



ყველა ახალი ამბავი
0