„საქართველოს რკინიგზამ“ უქმეებზე თბილისი–ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
 „საქართველოს რკინიგზა“   მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობას ახსენებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადების  გამო 13 და 14 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება, ნათქვამია კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

დამატებითი მატარებლების მოძრაობის გრაფიკი 

საიდან გასვლის დრო საით ჩასვლის დრო
თბილისი 07:25 ბათუმი 13:00
ბათუმი 13:40 თბილისი 19:12
„საქართველოს რკინიგზა“   მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობას ახსენებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა,  როდესაც მოიხსნა  2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებზე დაწესებული შეზღუდვები.

ყველა ახალი ამბავი
0