ვითარება გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikვითარება გზებზე
ვითარება გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უამინდობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
ქალივით ცვალებადი მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ინტენსიური თოვისს და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის საავტომობილო გზაზეც.  კერძოდ, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ამ გზის 1-62 კმ (ვაზიანი–შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0