არასამთავრობო სექტორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს მოითხოვს

© Pixabay / StartupStockPhotosკომპიუტერთან მუშაობა
კომპიუტერთან მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია სკანდალურ აუდიოჩანაწერებს მოლაპარაკებათა პროცესის ჩასაშლელად და ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაციისთვის იყენებს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში მოქმედი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განცხადებას ავრცელებენ.

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. 

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კრიტიკულად აუცილებელია, გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი. ისინი სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებენ, განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობის შესასწავლად.

არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

„გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი", – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და სხვ.

გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა და აუდიოჩანაწერებს „2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ უწოდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგი შედგება ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა.

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0