სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ტესტირების საშუალებები გადაეცა

© photo: Pixabay / luvqsლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას წლების განმავლობაში განსაკუთრებული მხარდაჭერისა და პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩომ და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები გადასცა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება იზრდება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც აღნიშნული ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს.

შეხვედრას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პირების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბეგლი, DTRA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარგო შილდსი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და სხვ.

„აშშ გვეხმარება საქართველოს სამრეწველო, ლაბორატორიული პოტენციალის გაძლიერებასა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, რათა დროულად გადაილახოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს მძლავრ რესურსს, რომელიც გამოყენებულია კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიმართულებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. 

რაიან ჰარკერ ჰარისმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შიდა ქართლში - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2021
კლიმატი და სოფლის მეურნეობა პანდემიის პერიოდში: რა განიხილეს მინისტერიალზე
 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფერმერთა დასახმარებლადაც, რათა დროულად მოხდეს მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა.

„მსოფლიო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად და მომავალი ბიოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ უკეთესი მედეგობის მისაღწევად. ამ გამოწვევების დასაძლევად შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და COVAX-ის მსგავს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა ჰარისმა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარების ღირებულება 114 ათას დოლარს აღემატება. გასული წლის განმავლობაში კი შეერთებულმა შტატებმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ხალხისთვის აუცილებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად 7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და თანადგომისთვის. მისი თქმით აშშ-სგან მიღებული აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები, პანდემიასთან ბრძოლის გარდა, მნიშვნელოვანი დახმარებაა ვეტერინარიის მიმართულებითაც, განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროულად დიაგნოსტირების პროცესში.

ყველა ახალი ამბავი
0