კორეამ საქართველოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

© photo: Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs / FBკორეამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინვენტარი გადასცა
კორეამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინვენტარი გადასცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
საქართველომ კორეისგან გასული წლის დეკემბერშიც მიიღო 400 ათასი დოლარის ღირებულების სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. კორეის რესპუბლიკამ საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2020
კორეამ საქართველოს 400 ათასი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

უწყების ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სამედიცინო აპარატურა – 76 ერთეულ ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი – რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, COVID-19-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.

ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სამედიცინო აღჭურვილობა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა  საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩ დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.

„პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით, სამედიცინო დაწესებულებების უახლესი აპარატურით აღჭურვა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველომ კორეისგან გასული წლის დეკემბერშიც მიიღო 400 ათასი დოლარის ღირებულების სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა.

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0