კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 390-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.262-ს მიაღწია.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 390 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 192 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 71, შიდა ქართლი – 33, გურია – 25, აჭარა – 18, კახეთი – 16, ქვემო ქართლი – 15, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.253-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.563-ს მიაღწია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
COVID-19 საქართველოში – 5 მარტის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.420 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.379 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 673, აჭარაში – 160, იმერეთში – 230.

264 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 81 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში – 2, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 154 ადამიანი, მათ შორის 103 – თბილისში, 35 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 162, ხოლო აჭარაში – 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5.781 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.546 პირი, აჭარაში – 449, იმერეთში – 691.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 390-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.262-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0