სამეგრელოს რეგიონში ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგარევაჭრობა
გარევაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 53-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 93 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ხუთ კოვიდ–ცენტრში 93 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
COVID-19 საქართველოში – 4 მარტის მონაცემები

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 40 კოვიდ-პაციენტი გადის – ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 27 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში ექვსი პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 15 პაციენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 133 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 78 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით რეგიონებს შორის პირველ ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი  სამეგრელო–ზემო სვანეთი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0