Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა...“ – ნუცა ქავთარაძე შვილის გაჩენის ემოციას იხსენებს

© Photo: Nutsa Kavtaradze / FBნუცა ქავთარაძე
ნუცა ქავთარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ნუცა ქავ­თა­რა­ძი­სა და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის წყვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. წყვილ­მა 8 წლის წინ იქორ­წი­ნა, თუმ­ცა პირველი შვილი ახლა ეყოლათ

მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუცა ქავ­თა­რა­ძე რვაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შვი­ლის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს.

პა­ტა­რა 3 500 გრამი და­ი­ბა­და, 51 სან­ტი­მეტ­რი. ახალ­შო­ბი­ლიც და დე­დაც თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ნუცა ქავ­თა­რა­ძემ მშო­ბი­ა­რო­ბისშემ­დგომ ემო­ცი­ებ­სა და შვილ­ზე „იმე­დის დღე­ში“ ისა­უბ­რა.

„ახ­ლაც ვერ გა­მოვ­დი­ვარ ემო­ცი­ე­ბი­დან. ისე ვტი­რო­დი, არა­ფე­რი მეს­მო­და. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლე­ბი იყო. უცებ მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა ერთ წამ­ში, ამ ერ­თმა წამ­მა მთლი­ა­ნად გა­და­ატ­რი­ა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ სანი მგავს მე, თუმ­ცა კი­დუ­რე­ბი აქვს მა­მის, რაც მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ხვალ გაგ­ვწე­რენ სახ­ლში. სანი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ცე­ვა. ორ­მაგს ჭამს. ამა­ში, ალ­ბათ, მე და­მემ­სგავ­სა, რად­გან ყვე­ლამ იცის ჩემი მადა “, - განაცხადა ტელეწამყვანმა.

ნუცა ქავ­თა­რა­ძი­სა და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის წყვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. წყვილ­მა 8 წლის წინ იქორ­წი­ნა, თუმ­ცა პირველი შვილი ახლა ეყოლათ.

ყველა ახალი ამბავი
0