განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლს აგრძელებს

© Sputnik / STRINGERსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ინფექციონისტების რეკომენდაციით, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით, ასევე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. თბილისში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
COVID-19 საქართველოს სკოლებში: დისტანციურ სწავლაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

დგებუაძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო  გარემოს შექმნა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება“, - განაცხადა დგებუაძემ.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა – უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიეწოდა. 

ონლაინ სწავლა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გაგრძელდება თუ არა ონლაინ-სწავლა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ
 

 სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით ტარდება სკოლების მონიტორინგი. 800-მდე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სამინისტროს ინიციატივით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს ეძლევა საშუალება – გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.emis.ge.

ყველა ახალი ამბავი
0