კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 133-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.872-ს მიაღწია.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 133 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 78 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 20, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14, შიდა ქართლი – 8, გურია – 3, აჭარა – 3, კახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2, ქვემო ქართლი – 1, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.081-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.553-ს მიაღწია.

ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
COVID-19 საქართველოში – 4 მარტის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.212 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.426 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 160, იმერეთში – 241.

249 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 87 პირი, მათგან თბილისში – 106, აჭარაში – 23, იმერეთში – 64. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 150 ადამიანი, მათ შორის 101 – თბილისში, 33 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 316 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 188, ხოლო აჭარაში – 24. თვითიზოლაციაში იმყოფება 5.997 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.689 პირი, აჭარაში – 425, იმერეთში – 694.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 133-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.872-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0