Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა საჩუქარი მიართვა ხათუნა ჟორდანიას მილიონერმა სიძემ დედის დღეს? – ფოტო

© Facebook / courtesy of Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ნინი ქარსელაძის დედის მიმართ დამოკიდებულება საყოველთაოდაა ცნობილი. როგორც ჩანს, ხათუნა ჟორდანიასთან ნინის მეუღლესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს

მომღერალ ნინი ქარსელაძის დედას სიძემ დედის დღე მიულოცა და თაიგული მიართვა. ამის ამსახველი ფოტო მუსიკოსმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ატვირთა.

ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ოჯახი ამას მალავდა. ის მადლობას უხდის უფალს, რომ მის ოჯახს სიძის თაზო ჯახუტაშვილის სახით ასეთი დიდი ბედნიერება გამოუგზავნა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებდა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენდა. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 17 იანვარს 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

თაზო სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს. მისი პროფილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს და ფოტოები არ უდევს. მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.

ყველა ახალი ამბავი
0