Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა...“ – შორენა ბეგაშვილმა დედა გამოაჩინა – ფოტო

© Facebook / Shorenas efeqtiშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
მიმზიდველი შორენა ბეგაშვილი თინეიჯერობის პერიოდის ფოტოების გამოქვეყნებას არ წყვეტს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა. აი, თურმე ვის ჰგავს სექსუალური მსახიობი.

ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში დედის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კინაღამ დედის დღის მილოცვა დაავიწყდა. ქალი ფოტოზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.

ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი, სკანდალების მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდით უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა.

მორიდებული ქალბატონი ტელეეკრანებზე არასდროს გამოჩენილა. შორენა ბეგაშვილს და ევა ბარბაქაძეს ისეთი ურთიერთობა აკავშირებთ, როგორც შორენას და დედამისს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ.

მსახიობს „რუსთავი 2"-ზე საკუთარი გადაცემა აქვს. საკმარისია სუპერვარსკვლავმა რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0