13 მარტის აქცია აღარ გაიმართება: ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ოპოზიცია უარს ამბობს ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაზე, თუმცა საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპროტესტო აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღეს.  

გავრცელებული ინფორმაციით,  ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქცია, რომელზეც მთავრობის კანცელარიის პიკეტირება იგეგმებოდა, ავტომსვლელობით გაიმართება. აქცია რესპუბლიკის მოედნიდან 13:00 საათზე დაიწყება და რუსთავის ციხესთან დასრულდება, სადაც ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელიაა მოთავსებული. 

ოპოზიციის მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ოპოზიცია სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებაზე უარს ამბობს

„შეხვედრაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმატის შეცვლა, რათა ხელისუფლებამ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად არ გამოიყენოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს, პრაქტიკულად, ორკვირიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ ამ პერიოდში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც ჩარჩო-დოკუმენტშია შეტანილი. სწორედ ამიტომაც 13 მარტს (პარლამენტთან – რედ.) დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის, დანარჩენი აქციები კი მოდიფიცირდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა – იგი 23 თებერვალს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომლის ჩატარების განკარგულებაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დათანხმდება. ნიკა მელიას გათავისუფლება კი დამოკიდებულია იმაზე, გადაიხდიან თუ არა მისი ოჯახის წევრები ან მომხრეები 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება კანონის აღსრულებაში ვერ ჩაერევა.

ახლა მხარეებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ორი კვირა აქვთ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორ კვირაში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საკითხზე საბჭოს სხდომა გაიმართება და იქ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0