ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.

 

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ  მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0