Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საშინელი ავარიის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი...“ – რა შეემთხვა ცნობილ მსახიობს

© courtesy of My Wife's Frindsეკა ჩხეიძე
ეკა ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ეკა ჩხეიძის უცნობი ისტორიის შესახებ ხდება ცნობილი. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ მსახიობს 20 წლის წინ და როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ავარიამ.

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ამბები, რამაც ის შეცვალა. ერთ-ერთია ავარიის ისტორია, რომლის დროსაც ძალიან დაშავდა და დაერღვა ვესტიბულური აპარატი, დიდხანს ვერ დადიოდა.

აღმოჩნდა, რომ დაშავებულს მეგობარი აკითხავდა და ბოლოს ცოლობა სთხოვა. მსახიობის თქმით, არასდროს გათხოვდებოდა, რომ არა ეს ავარია, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თანაც ამ პერიოდში ჰყავდა სერიოზული თაყვანისმცემელი, რომელიც ასევე სთხოვდა ცოლობას, და უცებ მეგობარს გაჰყვა ცოლად, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა.

„სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს. ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი“, – ამბობს ეკა ჩხეიძე „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში საუბრისას.

ყველა ახალი ამბავი
0