COVID-19 საქართველოში – 3 მარტის მონაცემები

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.349 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,42%, ბოლო 14 დღის – 1,7%, ბოლო 7 დღის – 1,3%.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.739-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.805 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 119), გარდაიცვალა – 3.541 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 258, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.477 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 151 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.349 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.742, PCR-ტესტით – 10.607.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,42%, ბოლო 14 დღის – 1,7%, ბოლო 7 დღის – 1,3%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0