როდის დაიწყება საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

© Sputnik / STRINGERსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში თებერვლიდან აღდგა, მოსწავლეებს ერთ კვირაში არდადეგები დაეწყებათ.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
COVID-19 საქართველოს სკოლებში: დისტანციურ სწავლაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. თუმცა, აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. მოცემულ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს, როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. თუმცა, მშობლების გადაწყვეტილებით, მათ სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლიათ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებს 1 თებერვლიდან დაუბრუნდნენ.

დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს. ამ არჩევანით სარგებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0