როდის გაიხნება ტურისტული სეზონი აჭარაში: თორნიკე რიჟვაძის განმარტება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა – 2020 წელს ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 427,7 ათასი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა რეგიონში მარტში შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. 

ბათუმში აკრძალვები მოიხსნა: როგორ ცხოვრობს ქალაქი შეზღუდვების გარეშე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ბათუმში აკრძალვები მოიხსნა: როგორ ცხოვრობს ქალაქი შეზღუდვების გარეშე

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილური ეპიდვითარების გამო შეზღუდვების შემსუბუქება პირველ რიგში აჭარის რეგიონს შეეხო. ასევე ბათუმი იქნება პირველი ქალაქი, სადაც 1 მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ.

„შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის ნაწილში. ასევე მარტიდან სკოლამდელი დაწესებულებები ფუნქციონირებას დაიწყებენ. ამასთან, რესტორნები შეძლებენ სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა რიჟვაძემ.

რიჟვაძის განმარტებით, თუ აჭარაში სტაბილური ეპიდვითარება შენაჩუნდება და, შესაბამისად, ეკონომიკაც თანმიმდევრულად აღდგება, ზაფხულისთვის რეგიონი ტურისტების მიღებას შეძლებს.

„მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, რათა ეპიდვითარება სტაბილური იყოს და ამ ყველაფერში საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0