Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რამდენიმე წუთით გვიან რომ მიმემართა, მოვკვდებოდი“ – მარტა ბარამიძე სიკვდილს გადაურჩა

© Photo: Marta Baramidze / FBმარტა ბარამიძე
მარტა ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
მარტა განსაკუთრებით პოპულარული პროექტ „მასტერშეფის“ იმ ვიდეოს შემდეგ გახდა, სადაც საკუთარ ტრაგიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

„მასტერშეფის“ მონაწილე მარტა ბარამიძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას თავისი ცხოვრების ერთ მონაკვეთს იხსენებს, როდესაც „ჯიდიესზე“ მუშაობდა და გადაღებიდან დაბრუნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მარტა იხსენებს, რომ ტელევიზიიდან წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ გადაღებაზე, რომელიც ჯარისკაცის ერთი დღით ცხოვრებას ითვალისწინებდა, ჯარისკაცის საზაფხულო ფორმით დილის 4 საათზე ირბინა, გაცივდა და რამდენიმე დღეში სასწრაფო გამოიძახა, რადგან კანკალმა აიტანა და მწვავე ტკივილები ჰქონდა. გოგონა იხსენებს, რომ ტკივილების გასაყუჩებლად მორფინიც კი დასჭირდა.

„აღმოჩნდა, რომ ექიმისთვის რამდენიმე წუთით გვიან რომ მიმემართა, მოვკვდებოდი. მერე მივხვდი, ტელევიზიაში დაბრუნება აღარ მინდოდა, რადგან რთული რეჟიმი იყო, ადამიანურად ვერ ვცხოვრობდი“, – იხსენებს ყოფილი კონკურსანტი.

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, რო­მე­ლიც ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­ „მას­ტერ­შე­ფიდან“ გა­იც­ნო, სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის – დეას რო­ლშიც გა­მოჩ­ნდა. მარტა განსაკუთრებით პოპულარული პროექტ „მასტერშეფის“ იმ ვიდეოს შემდეგ გახდა, სადაც საკუთარ ტრაგიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა. მარტა ვიდეოში მძიმე ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები, დედობილი ფიზიკურად უსწორდებოდა, მისი მეორე ქმარი კი ძალადობდა მასზე.

ვიდეოში მარტა ჰყვება, რომ ნამდვილმა მშობლებმა ის გაყიდეს და მოხვდა ოჯახში, სადაც მასზე მუდმივად ძალადობდნენ, ჰქონდა გაჭირვებული ყოფა. სკოლაში რომ ევლო, ამისთვის ფიზიკურად მუშაობდა. უფიქრია თავის მოკვლაზეც, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ამბობს, რომ მას უშველა კულინარიამ, რომლის გამოც პროექტში მოხვდა. მან ამ ყველაფერს გაუძლო, იბრძოლა, ახალი ცხოვრება დაიწყო და უნდა, რომ სხვებისთვისაც გახდეს მაგალითი.

ყველა ახალი ამბავი
0