„მინდა ვთხოვო მოქალაქეებს...“ – პრემიერმა მოსახლეობას მიმართა

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი რიგი შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვის თხოვნით მიმართა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

გუშინ მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქება გამოაცხადა. მათ შორის, 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება ან მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ შემსუბუქების ღონისძიებებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მოსახლეობის მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება.

„ყოველივე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტურად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, იყოს შენარჩუნებული, გაძლიერებული და კიდევ უფრო გაუმჯობესებული, რათა არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია. ამიტომ ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და დახმარება – საჭიროა მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მუდმივად აკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და შეზღუდვების შემსუბუქებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ვითარების ანალიზის საფუძველზე მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0