Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი საოცრება...“ – მატილდა გვარლიანის ცეცხლოვანი ფოტოსესია გულგრილს არავის ტოვებს

© Facebook / Matilda Gvarlianiმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ახალბედა მოდელის სურათები დიდი პოპულარობით სარგებლობს. Instagram-ზე ატვირთულ უახლეს ფოტოს 11 ათასზე მეტი მოწონება აქვს. მატილდას ხელშეუხებელი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს.

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ცეცხლოვანი ფოტოსესიის ვიდეოს აქვეყნებს. ბოლო ფოტოსესიაზე მატილდას თეთრი საცურაო კოსტიუმი აცვია. გოგონა საოცარ ფორმაშია და მოკლედ შეჭრილი თმა ძალიან უხდება.

თანატოლ მოდელებს შორის მატილდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. გოგონა 17 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. მათ შორის არის რამდენიმე ქართული და რამდენიმე უცხოური წამყვანი მოდის სახლი. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით.

შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანს ყურადღების მიღმა დარჩეს. ამიტომ მის თითოეულ ახალ პოსტს თუ მორიგ სატელევიზიო ინტერვიუს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ბოლო პერიოდში მატილდა მეტად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა 98 ათასს აჭარბებს.

თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები სიამოვნებით თანამშრომლობენ ქართველ თინეიჯერ გოგონასთან, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს. ქართული მოდის ახალი სახე Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობაზე ოცნებობს. კრიტიკოსების აზრით, მატილდას ყველა შანსი აქვს.

პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა. მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა. უახლესმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია. „საოცრად ლამაზი ხარ“, „ძალიან შემაყვარა ამ გოგომ თავი“, „ჩემი საოცრება“, – უწერენ კომენტარებში მოდელს.

ყველა ახალი ამბავი
0