Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაქორწინებას არ აპირებთ?“- თამო ვაშალომიძემ საიდუმლოს ფარდა ახადა

© courtesy of Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
სექს-სიმბოლოდ აღირებულმა მომღერალმა ოჯახური საიდუმლო გაამხილა. რას აპირებს სამომავლოდ ორშვილიანი ფოტომოდელი? გულახდილი აღიარება

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობისდღეს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს უსაყვარლესი მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა ცხოვრების გარკვეულ დეტალებს.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

თაყვანისმცემლებს თამოს მეორე ნახევრის ვინაობა აინტერესებდათ, რაზეც მან საჯაროდ ისაუბრა და აკას ვინაობა გაამხილა. ახლა „ფოლოვერების“ უმეტესობას მათი დაქორწინების და გრანდიოზული ქორწილის დეტალები აინტერესებთ. თამომ აღიარა, რომ ჯერ დაქორწინებას არ აპირებს. მიზეზი კი კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვებია.

თაყვანისმცემლის კითხვაზე აპირებენ თუ არა ქორწინებას თამო და აკა, მოდელს დადებითი პასუხი აქვს. „კი, ოღონდ ამ კორონაში არა. დალაგდეს სიტუაცია, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას...“, - აღნიშნავს თამო. როგორც უახლესი „სთორიდან“ ირკვევა, თამო ვაშალომიძის მეორე შვილი მამას განსაკუთრებულად ჰგავს. ამას ერთხმად ფანებიც ამტკიცებენ. პატარა ბიჭუნას ერთი თვე შეუსრულდა და თამომ მისი სახის გამოჩენა გადაწყვიტა. პოზიტიური ვიდეო ორ შვილთან ერთად მან საკუთარ გვერდზე განათავსა.

ყველა ახალი ამბავი
0