თბილისის მერიამ „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ პროექტი მოამზადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბურთალოს რაიონი
საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ქაოსურ მშენებლობებთან ბრძოლა და ქალაქის იერსახის შენარჩულება კახა კალაძის გუნდის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერიამ პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ზოგან შეღავათებს, ხოლო გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება დეველოპერს, თუ მუნიციპალიტეტის მხრიდან ამა თუ იმ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მშენებლობა არ შეჩერდება. 

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
თბილისის ვიცე-მერი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

„რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, ჩვენ თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომლებიც სხვადასხვა დარღვევებით განხორციელდა. დღეს ამ ობიექტების მესაკუთრეები თბილისის მცხოვრებლები არიან. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც მერმა აღნიშნა, ქვეყანაში სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის რამდენიმე წლის წინ ჯარიმები გაიზარდა, მაგრამ აღნიშნულმა ღონისძიებამ სათანადო შედეგები ვერ გამოიღო, ამიტომაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების აუცილებლობა წარმოიშვა.

რაც შეეხება თავად ამნისტიას, იგი შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელთა მშენებლობაც ხორციელდებოდა ნებართვების საფუძველზე და 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულდა. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2020
უკანონო მშენებლობების დემონტაჟი გრძელდება: მერია ვადას აწესებს

„თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა–ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში არშესული შენობა–ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

კალაძის განმარტებით, მოქმედი იურიდიული პრაქტიკის თანახმად, საქართველოში დაშვებულია შენობა–ნაგებობების საცხოვრებლად გამოყენება მის ექსპლუატაციაში მიღებამდე, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა.

კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი გუნდის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა და ქალაქის იერსახის შენარჩუნება წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0