Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

უზარმაზარი თაიგული და ამაღლებული განწყობა - ვინ არის ნუცა ბუზალაძის ახალი რჩეული?

© Facebook / Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
რამდენიმე თვეა მომღერალი მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ ფოტო-ვიდეოს აღარ აქვეყნებს. ნუცას ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს. ნახეთ რა საჩუქრებს უგზავნის მამაკაცი არტისტს...

წლების მანძილზე ახალგაზრდა მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები არ ვრცელდებოდა, მანამ, სანამ თავად არ მოისურვა სიყვარულის გაზიარება. ნუცა ბუზალაძე შეყვარებული იყო. მისი რჩეული მომღერალს დიდ დროს უთმობდა და წყვილი საჯარო სივრცეებში ხშირად ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სასიყვარულო დუეტიც დაიშალა.

„იცით, რას ნიშნავს ექს-შეყვარებული? მადლობა გამოცდილებისთვის, შენი დრო ამოიწურა. ახლა გადი ჩემი ცხოვრებიდან, რათა შენზე უკეთესმა შემოაბიჯოს“, – ეს ინგლისურენოვანი ვიდეო ნუცამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მოულოდნელი მესიჯებით აღსავსე TikTok-ის ვიდეო მხოლოდ ერთზე შეიძლება მეტყველებდეს – ნუცა ბუზალაძე სპორტსმენ შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ახლა მომღერალი მარტოობით ტკბება. დაშორების შემდეგ მან მოგზაურობაც მოახერხა და დაბადების დღეზე დუბაის ეწვია.

ამ დროისათვის უცნობია, თუ ვინ არის ნუცას ახალი თაყვანისმცემელი, თუმცა მამაკაცმა მომღერალს ძვირადღირებული ვარდების თაიგული აჩუქა. ნუცამ აღნიშნულს გვერდი ვერ ჩაუარა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მან სხვა საჩუქარებს შორის ვარდები გამოარჩია და Instagram- ის გამომწერებს გაუზიარა.

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

ყველა ახალი ამბავი
0