Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძემ ნიკოლა კალაძეს ძვირადღირებული მანქანა უყიდა – ფოტო წყნეთის აგარაკიდან

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სელებრითი შვილებს მრავაფეროვანი საჩუქარებით ანებივრებს, მათ შორის ნიკოლა კალაძის ჩაცმის სტილი ძმებისგან რადიკალურად განსხვავდება. ნახეთ რა მანქანა აჩუქა დედამ უმცროს ვაჟს.

ერთი შეხედვითაც მარტივი მისახვედრია, რომ ნიკოლა კალაძე „პატარა უფლისწულს“ ემსგავსება. ეს შეუდარებელი ნაწარმოებიც ფრანგულია და ბიჭუნაც ფრანგი არისტოკრატების ოჯახში გაზრდილს სულ უფრო და უფრო დაემსგავსა. ამაში დიდი როლი ანუკის მიუძღვის. რამდენიმე თვეში დიზაინერი საბავშვო კოლექციის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ნიკოლა კალაძის სტილშია შექმნილი. ხოლო მანამდე წარმატებული ანუკი არეშიძე ვაჟს ძვირადღირებული მანქანებით ანებივრებს. უახლესი ფოტო წყნეთის თოვლიანი აგარაკის ეზოშია გადაღებული.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

ყველა ახალი ამბავი
0