Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილის შვილები იარაღიდან ისვრიან - მოდელი ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Salome Gviniashvili / FBსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ელეგანტურმა ტელესახემ არასრულწლოვანი შვილების ვიდეო გაასაჯაროვა, რომელზეც მოზარდები იარაღიდან სროლას სწავლობენ. სალომე ღვინიაშვილმა ვიდეოს აღწერაც დაურთო და „ფოლოვერები“ გააფრთხილა.

სალომე ღვინიაშვილმა შოკისმომგვრელი ვიდეო გამოაქვეყნა. ამ კადრებზე მისი არასრულწლოვანი ქალიშვილები და უფროსი ვაჟი ჩანან, რომლებიც იარაღიდან სროლას ეუფლებიან. რომ არა ვიდეოზე სალომეს წარწერა, რომ იარაღი ნამდვილი არაა, აღნიშნული კადრები დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. ეს ვიდეო მოდელმა და ტელეწამყვანმა საკუთარ Instragram- ზე თამამად ატვირთა.

ტელეწამყვანი გადაღებების მიუხედავად, ოჯახს დიდ დროს უთმობს. ფეხბურთელ მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ინტენსიურად მოგზაურობს და სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდს გლამურული ფოტოებით ავსებს. ფაქტია, რომ სალომე ღვინიაშვილი წლიდან წლამდე უფრო საინტერესო და წარმატებული ხდება. ყოფილმა მოდელმა დიზაინერობა დაიწყო და უამრავი მოდის მოყვარული ქალბატონი სამოსებით გაანებივრა. ღვინიაშვილი ადრეულ ასაკში დაოჯახდა. პირველ ქორწინებაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე მის წარუმატებელ ქორწინებაზე ბევრი საუბრობს. სალომეს უფროსი ვაჟი 17 წლის ასაკში შეეძინა, ორი გოგონა კი, მოგვიანებით  ცნობილი ფეხბურთელისგან გააჩინა.

სალომეს შვილები იარაღით აღჭურვილნი საკუთარ აივანზე ისვრიან. მოდელმა ვიდეოს წარწერა „იარაღი ნამდვილი არ არის“ დაურთო, რათა არაერთგვაროვანი შეფასებები თავიდან აცილებინა. გარდა ამისა, ტელესახე საკმაოდ ყურადღებიანი დედაა და არასრულწლოვან შვილებს ნამდვილი იარაღიდან გასროლის საშუალებას არ მისცემდა. როგორც ჩანს, თავისუფალ დროს თინეიჯერი გოგონები 18 წლის ძმასთან ერთად ასე ერთობიან.

სალომე ღვინიაშვილის ოჯახი გასაიდუმლოებული ფაქტის გამჟღავნების შემდეგ უფრო ცნობადი გახდა. სალომესთვის ფეხბურთელთან დაოჯახება საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რადგან ეს მისი მეორე ქორწინებაა. წყვილს საერთო ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. სალომე ღვინიაშვილს სოციალურ ქსელში ინდივიდუალიზმით აღსავსე ფოტოები აქვს. სწორედ, ეს არის მისი პირადი სივრცეს ხიბლი.

ტელეწამყვანის ვირტუალური სივრცე ერთ მიკრობლოგადაა გადაქცეული, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 214 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სალომეს რთული და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში მამაკაცზე გათხოვდა, რომელიც არ უყვარდა. სუპერ-მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი შეეძინა. მოგვიანებით ზურა ხიზანიშვილი გაიცნო და ყველაფერი თავბრუდამხვევ ზღაპარს დაემსგავსა.

ყველა ახალი ამბავი
0